Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა იულია ტიმოშენკოს კანდიდატურა


უკრაინის პარლამენტმა იულია ტიმოშენკოს კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა.

უკრაინის პარლამენტმა იულია ტიმოშენკოს კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა.
კანდიდატურას მხარი დაუჭირა 226-მა დეპუტატმა. ისინი ტიმოშენკოს ბლოკისა და პრეზიდენტ იუშენკოს ბლოკის - ნაშა უკრაინას - წარმომადგენლები არიან. ელექტრონული კენჭისყრის ნაცვლად, უმაღლესმა რადამ ხელის აწევის მეთოდს მიმართა. 11 დეკემბერს ჩატარებული ელექტრონული კენჭისყრისას, ამ პოსტზე დასამტკიცებლად, იულია ტიმოშენკოს 1 ხმა დააკლდა. უკრაინაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტიც, პრემიერ-მინისტრიცა და პარლამენტის სპიკერიც "ნარინჯისფერ რევოლუციაში" მონაწილე პარტიების წარმომადგენლები არიან.
XS
SM
MD
LG