Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქი სამხედროების ჯგუფი დღეს ჩრდილოეთ


თურქი სამხედროების ჯგუფი დღეს ჩრდილოეთ ერაყში შეიჭრა, იქ დაბანაკებულ ქურთ სეპარატისტებთან

თურქი სამხედროების ჯგუფი დღეს ჩრდილოეთ ერაყში შეიჭრა, იქ დაბანაკებულ ქურთ სეპარატისტებთან
დასაპირისპირებლად. ქურთების უშიშროების ძალების წარმომადგენლის ჯაბარ იავარის განცხადებით, ტერიტორია, სადაც თურქი სამხედროები შეიჭრნენ, უკაცური და მიტოვებულია. იავარისთვის უცნობია, თუ რამდენმა თურქმა სამხედრომ გადაკვეთა ერაყის საზღვარი. სააგენტო რეიტერი კი, ერაყის სარდლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ თურქი სამხედროების რიცხვი დაახლოებით სამასს შეადგენდა. ისინი მსუბუქად იყვნენ შეიარაღებული და ჩრდილოეთ ერაყში, საზღვრიდან დაახლოებით 3 კილომეტრით დაშორებულ გალი რაშის რაიონში შევიდნენ. შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება. ქურთების ავტონომიური რეგიონის ხელისუფლება მომხდართან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს. ანკარა კი ირწმუნება, რომ მას სრული უფლება აქვს, სამხედრო ძალით დაუპირისპირდეს ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე დაბანაკებულ ქურთ სეპარატისტებს. შაბათ-კვირას თურქეთის ავიაციამ ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორია დაბომბა. ერაყის ხელისუფლების ცნობით, თავდასხმას, სულ ცოტა, ერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი მოჰყვა. დაღუპული ქალია. გაეროს ლტოლვილთა კომიტეტის ინფორმაციით, თურქეთის საავიაციო თავდასხმებმა 1800 ადამიანი აიძულა, დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლები.
XS
SM
MD
LG