Accessibility links

logo-print

სერბია და რუსეთი, კოსოვოს სამომავლო


სერბია და რუსეთი, კოსოვოს სამომავლო სტატუსთან დაკავშირებით,

სერბია და რუსეთი, კოსოვოს სამომავლო სტატუსთან დაკავშირებით,
მოლაპარაკებათა პროცესის გაგრძელებას მოითხოვენ. ბელგრადსა და მოსკოვს პოზიციები არც მას შემდეგ შეუცვლიათ, რაც 19 დეკემბერს კვლავაც უშედეგოდ დასრულდა კოსოვოს საკითხის განხილვა გაეროს უშიშროების საბჭოში. აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების თვალთახედვით, სერბია და მისი პროვინცია კოსოვო სტატუსთან დაკავშირებით შეთანხმებას ვეღარ მიაღწევენ. ბელგიის ელჩმა გაეროში, იოჰან ვერბეკემ, უშიშროების საბჭოს დასავლელი წარმომადგენლების სახელით განაცხადა, რომ მოლაპარაკებების წარმართვის რესურსი უკვე ამოიწურა: (ვერბეკეს ხმა) "ჩვენი თვალსაზრისით, ნათელია, რომ მოლაპარაკებები, ამ ან რომელიმე სხვა ფორმატში, ვეღარაფერს შეცვლის. ჩვენ ვიზიარებთ მოლაპარაკებათა წარმმართველი "ტროიკიდან" ევროკავშირისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლების ხედვას, რომ კოსოვოს სტატუსის განსასაზღვრად მოლაპარაკებათა შესაძლებლობები უკვე ამოწურულია." პოზიციას არ იზიარებს "ტროიკის" მესამე წევრი ქვეყანა – რუსეთი. მისი ელჩი გაეროში ვიტალი ჩურკინი ამბობს, რომ მოსკოვი მოლაპარაკებების გაგრძელების რესურსს კვლავაც ხედავს. ამავე აზრისაა სერბიის პრემიერ-მინისტრი ვოისლავ კოშტუნიცა. მისი თქმით, კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება საერთაშორისო კანონებს ეწინააღმდეგება. სერბიის პროვინცია, ძირითადად ალბანელებით დასახლებული კოსოვო, ხანგრძლივი და უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, დამოუკიდებლობის გამოცხადებას აპირებს.
XS
SM
MD
LG