Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით


ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია პარლამენტის მიღმა დარჩა.

ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია პარლამენტის მიღმა დარჩა.
პარტია ატა-მეკენი (მამული), რომელმაც ამომრჩეველთა საერთო ხმების 8,3 პროცენტი მოაგროვა, გამარჯვებულთა შორის მეორე ადგილი დიკავა. თუმცა პარტიამ ნახევარპროცენტიანი რეგიონული ბარიერი ვერ გადალა და, სწორედ ამ მიზეზის გამო, ატა-მეკენმა ყირგიზეთის ახალ პარლამენტში ვერცერთი სადეპუტატო მანდატი ვერ მოიპოვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 90-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 71 ადგილი პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის პარტიამ აკ-ჯოლ ელდიკმა მოიპოვა. დანარჩენი ადგილებიდან 11 – სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, ხოლო 8 ყირგიზეთის კომუნისტურ პარტიას ერგო. კომუნისტები ქვეყანაში ბაკიევის მომხრეებად ითვლებიან. შესაბამისად, ერთადერთ ოპოზიციურ ძალას, რომელიც პარლამენტში მოხვდა, სოციალ-დემოკრატები წარმოადგენენ. პარლამენტის მიღმა დარჩენილი პარტია ატა-მეკენი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. მისმა წარმომადგენლებმა დღეს შიმშილობა დაიწყეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გაიმართა საპროტესტო აქცია. დაკავებულია მისი 20 მონაწილე, მათ შორის 2 – ჟურნალისტი. რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის ცნობით, დაკავებულების სასამართლო პროცესი 21 დეკემბერს შედგება.
XS
SM
MD
LG