Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა, ყაზახეთმა და თურქმენეთმა ხელი


რუსეთმა, ყაზახეთმა და თურქმენეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც

რუსეთმა, ყაზახეთმა და თურქმენეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც
ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის მილსადენის მშენებლობას კასპიის ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ. დღეს მოსკოვში ყაზახ კოლეგასთან ნურსულთან ნაზარბაევთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ ახალი გაზსადენი ევროპის ენერგომომარაგების უსაფრთხოებას განამტკიცებს. თუმცა პროექტი იმედებს უფრო გაუცრუებს ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს, რადგანაც მათ გაზსადენის მშენებლობა კასპიის ზღვის ფსკერზე, რუსეთის გვერდის ავლით, სურთ.
XS
SM
MD
LG