Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მის მთავარ


აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მის მთავარ საფიქრალს ავღანეთთან მიმართებით წარმოადგენს ის, რომ ამერიკის

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მის მთავარ საფიქრალს ავღანეთთან მიმართებით წარმოადგენს ის, რომ ამერიკის
მოკავშირეები შესაძლოა გამოეთიშონ ავღანეთში მიმდინარე პროცესებს. დღეს, წლის მიწურულის ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე, ჯორჯ ბუშმა ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატიის მშენებლობა დროს მოითხოვს: (ბუშის ხმა) "ჩემი უდიდესი საფიქრალია ის, რომ ხალხმა შესაძლოა თქვას – ასე ვთქვათ, დავიღალეთ ამ ავღანეთით და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ქვეყანა უნდა დავტოვოთ... ეს იქნებოდა ჩემი ყველაზე დიდი წუხილი... ჩვენი მიზანი ხომ ის არის, რომ ადამიანებს მიზნის მიღწევაში დავეხმაროთ... და დავაჯეროთ ყველა, რომ ეს გარკვეულ დროს მოითხოვს. დრო დასჭირდება, რომ დემოკრატიული ექსპერიმენტი ავღანეთში წარმატებით ამოქმედდეს." რაც შეეხება ერაყს, ამერიკის პრეზიდენტი უკმაყოფილებას გამოხატავს ერაყის ცენტრალური მთავრობის მიღწევებთან მიმართებით. ჯორჯ ბუშმა ისაუბრა რუს კოლეგაზე, ვლადიმირ პუტინზე, და მის პოლიტიკურ მომავალზეც. მან გამოხატა ინტერესი და გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი დემოკრატიულ კურსს შეინარჩუნებს.
XS
SM
MD
LG