Accessibility links

ავღანეთში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა ავსტრალიის


ავღანეთში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა ავსტრალიის ახალი პრემიერ-მინისტრი კევინ რადი.

ავღანეთში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა ავსტრალიის ახალი პრემიერ-მინისტრი კევინ რადი.
ქაბულში გამგზავრებამდე, მან ავსტრალიის დაახლოებით 1000-კაციანი სამხედრო კონტიგენტი მოინახულა, რომელიც ურუზგანის პროვინციაშია დისლოცირებული. ქაბულში კი, კევინ რადი ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის შეხვდა და მას კვლავაც დაჰპირდა დახმარებას ექსტრემიზმთან ბრძოლის საქმეში. მანამდე, 21 დეკემბერს, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ასევე დაუგეგმავი ვიზიტით ესტუმრა ერაყს. ავსტრალია ერაყიდან 500-კაციანი სამხედრო კონტიგენტის გაწვევას ივნისისთვის გეგმავს.

XS
SM
MD
LG