Accessibility links

საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებით


საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებით, მისი ქვეყანა მზად არის, გაააქტიუროს სამხედრო მისია ავღანეთში.

საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებით, მისი ქვეყანა მზად არის, გაააქტიუროს სამხედრო მისია ავღანეთში.
საფრანგეთი გამოხატავს მზადყოფნას – ხელი შეუწყოს ავღანელი სამხედროებისა და პოლიციელების წვრთნის პროცესს. ასეთი განცხადებები ნიკოლა სარკოზიმ ავღანეთში ვიზიტისას გააკეთა, სადაც ის საფრანგეთის პრეზიდენტის რანგში პირველად ჩავიდა. ვიზიტი დაუგეგმავი იყო. ავღანეთის პრეზიდენტთან ჰამიდ კარზაისთან შეხვედრის შემდეგ, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ თავს უფლება არ უნდა მისცეს, რომ ექსტრემისტებთან ბრძოლაში დამარცხდეს. ამჟამად საფრანგეთს 1000-კაციანი სამხედრო კონტიგენტი ჰყავს ავღანეთში, ნატოს მისიის ფარგლებში.
XS
SM
MD
LG