Accessibility links

logo-print

საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი კოსოვოს


საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი კოსოვოს სამომავლო სტატუსთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გაგრძელებას

საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი კოსოვოს სამომავლო სტატუსთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გაგრძელებას
უჭერენ მხარს. ამ შინაარსის განცხადება სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ათენში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. მოლაპარაკებების ხანგრძლივი და უშედეგო პროცესის შემდეგ, სერბიის პროვინცია, ძირითადად ალბანელებით დასახლებული კოსოვო, დამოუკიდებლობის გამოცხადებას გეგმავს. ამგვარ ნაბიჯს ეწინააღმდეგება სერბია და რუსეთი. ბალკანეთის ქვეყნები შიშობენ, რომ კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG