Accessibility links

ექსპერტთა ვარაუდით, უზბეკეთის საპრეზიდენტო არჩევნები


ექსპერტთა ვარაუდით, უზბეკეთის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ 7 წლით გაუგრძელებს

ექსპერტთა ვარაუდით, უზბეკეთის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ 7 წლით გაუგრძელებს
საპრეზიდენტო ვადას ამ ქვეყნის ამჟამინდელ ლიდერს ისლამ ქარიმოვის. ქარიმოვი 1989 წლიდან მართავს შუა აზიის ამ ქვეყანას და არ აღიარებს თავის ქვეყანაში ოპოზიციას - იქ არც ერთი ოფიციალურად რეგისტრირებული ოპოზიციული ჯგუფი არ არის. სამი სხვა კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა, კენჭისყრისთვის დემოკრატიული იერის მინიჭების მიზნით დაუშვეს. არჩევნები თავიდანვე შეფასდა, ოპოზიციისა და უფლებადამცავი ჯგუფების მიერ, როგორც არასამართლიანი და არათავისუფალი. მას 30 ქვეყნის მეთვალყურეები ესწრებიან, მათ შორისაა ეუთო. დასავლელი ჟურნალისტები არ არიან მასზე დაშვებული.
XS
SM
MD
LG