Accessibility links

პარტია “ედინაია როსიამ”, რომელსაც სიაში


პარტია “ედინაია როსიამ”, რომელსაც სიაში პირველ ადგილზე პრეზიდენტი პუტინი ჰყავდა,

პარტია “ედინაია როსიამ”, რომელსაც სიაში პირველ ადგილზე პრეზიდენტი პუტინი ჰყავდა,
დუმის 450 ადგილიდან 315 მოიპოვა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მისი პარტიის მყარი პოზიცია მას მორალურ უფლებას აძლევს რუსეთის პოლიტიკაში შეინარჩუნოს თავისი ხმა, როცა გადადგება პრეზიდენტის თანამდებობიდან მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. პუტინი მხარს უჭერს “ედინაია როსიას” კანდიდატს ამ არჩევნებზე, დმიტრი მედვედევს, რომელმაც განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში პუტინს პრემიერის თანამდებობაზე დაასახელებს. “ედინაია როსიას” ლიდერი, ბორის გრიზლოვი კვლავ აირჩიეს დღეს დუმის დეპუტატებმა სათათბიროს სპიკერად. გრიზლოვმა თქვა, რომ სათათბირომ ახლა სოციალური საკითხების მოგვარებაზე უნდა გადაიტანოს ყურადღება.
XS
SM
MD
LG