Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ხელისუფალებამ ევროპელ ორ დიპლომატს


ავღანეთის ხელისუფალებამ ევროპელ ორ დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

ავღანეთის ხელისუფალებამ ევროპელ ორ დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.
საუბარია გაეროსა და ევროკავშირის მისიების თანამშრომლებზე. ვრცელდება ცნობა, რომ ისინი 24 დეკემბერს ჰელმანდის პროვინციაში იყვნენ ჩასული, სადაც ბოლო დროს თალიბები გააქტიურდნენ. თუმცა დიპლომატებისთვის წაყენებული ბრალდებები არ კონკრეტდება. ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის პრესმდივნის განცხადებით, ეროვნებით ბრიტანელი და ირლანდიელი დიპლომატები "ჩართული იყვნენ გარკვეულ საქმიანობაში, რაც მათ ფუნქციას წარმოადგენდა." ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, დიპლომატების საქმიანობა ქვეყნის უსაფრთხოებას დაემუქრა.
XS
SM
MD
LG