Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთიდან გააძევეს ორი ევროპელი დიპლომატი


ავღანეთიდან გააძევეს ორი ევროპელი დიპლომატი, რომლებიც მაღალი რანგის პოსტებზე მსახურობდნენ

ავღანეთიდან გააძევეს ორი ევროპელი დიპლომატი, რომლებიც მაღალი რანგის პოსტებზე მსახურობდნენ
გაეროსა და ევროკავშირის მისიებში. ბრიტანელ მიშელ სიმპელსა და ირლანდიელ მარვინ პატერსონს ქაბული თალიბებთან კონტაქტში ადანაშაულებს. ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ დიპლომატები თალიბებს ჰელმანდის პროვინციაში, მუსა-ყალას რაიონში ხვდებოდნენ და ამით ხიფათს უქმნიდნენ ქვეყნის უსაფრთხოებას. გაერო კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ეს მხოლოდ გაუგებრობაა. სიმპელი და პატერსონი ავღანეთში ათ წელიწადზე მეტ ხანს მუშაობდნენ და გამოცდილ სპეციალისტებად მიიჩნევიან.
XS
SM
MD
LG