Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი 2 დღით სტუმრობდა


ავღანეთის პრეზიდენტი 2 დღით სტუმრობდა პაკისტანს. ჰამიდ კარზაიმ და მისმა პაკისტანელმა კოლეგამ

ავღანეთის პრეზიდენტი 2 დღით სტუმრობდა პაკისტანს. ჰამიდ კარზაიმ და მისმა პაკისტანელმა კოლეგამ
ფერვეზ მუშარაფმა გუშინ დადეს პირობა, რომ გააძლიერებენ თანამშრომლობას სადაზვერვო სფეროში და მეტი ძალით დაუპირისპირდებიან ექსტრემიზმსა და ტერორიზმს. მუშარაფის განცხადებით, ეს პრობლემები ნგრევით ემუქრება როგორც ავღანეთს, ასევე – პაკისტანს. პრეზიდენტმა თქვა, რომ ექსტრემისტებისა და ტერორისტების ხელში ორივე ქვეყანის მოქალაქეები იტანჯებიან. მანამდე ჰამიდ კარზაი და მისი მთავრობა აკრიტიკებდა პაკისტანს, რომ ქვეყანა აკეთებდა ძალიან ცოტას იმ ექსტრემისტების შესაჩერებლად, რომლებიც თავდასხმებს ავღანეთშიც აწყობდნენ.
XS
SM
MD
LG