Accessibility links

ხალხს სახელმწიფო ტელეეთერით მიმართა პაკისტანის


ხალხს სახელმწიფო ტელეეთერით მიმართა პაკისტანის პრეზიდენტმა და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ხალხს სახელმწიფო ტელეეთერით მიმართა პაკისტანის პრეზიდენტმა და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.
პოპულარული პოლიტიკოსი ქალის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობამ პაკისტანში არეულობა გამოიწვია. მღელვარება მოედო არაერთ ქალაქს ქვეყნის მასშტაბით. ქალაქ ჯაკობაბადში ცეცხლი წაუკიდეს სასამართლოსა და ბანკების შენობებს. ვრცელდება ცნობა, რომ არეულობის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 4 ადამიანი, ორ სხვადასხვა ქალაქში. ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვის საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა. ფერვეზ მუშარაფის თქმით, ბენაზირ ბჰუტოს სიკვდილში ბრალი ტერორისტებს მიუძღვით. "არ მოვისვენებთ, ვიდრე ტერორისტებს არ გავანადგურებთ" – აღნიშნა მუშარაფმა. პაკისტანში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG