Accessibility links

logo-print

ნეპალის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მონარქიის


ნეპალის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მონარქიის გაუქმებას. ქვეყანა რესპუბლიკად გამოცხადდება

ნეპალის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მონარქიის გაუქმებას.
ქვეყანა რესპუბლიკად გამოცხადდება
მომავალი წლის აპრილისთვის დანიშნული არჩევნების შემდეგ. მონარქიის გაუქმებას მოითხოვდნენ ადგილობრივი მაოისტები, რომლებიც იმუქრებოდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობაში არ დაბრუნდებოდნენ და განაგრძობდნენ შეიარაღებულ ბრძოლას. ნეპალის ამჟამინდელმა მეფემ, გიანენდრამ, რომლის დინასტია 250 წელს ითვლის, პოპულარობა საბოლოოდ დაკარგა 2005 წელს, როცა სრული შემადგენლობით დაითხოვა მთავრობა და საკუთარ თავს შეუზღუდავი უფლებამოსილება მიანიჭა.
XS
SM
MD
LG