Accessibility links

პაკისტანში მოკლულ ოპოზიციონერ ბენაზირ ბჰუტოს


პაკისტანში მოკლულ ოპოზიციონერ ბენაზირ ბჰუტოს პარტია მიიღებს მონაწილეობას 8 იანვრის არჩევნებში.

პაკისტანში მოკლულ ოპოზიციონერ ბენაზირ ბჰუტოს პარტია მიიღებს მონაწილეობას 8 იანვრის არჩევნებში.
ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ასიფ ალი ზარდარიმ, გარდაცვლილის ქვრივმა, რომელიც, დღესვე გავრცელებული ცნობით, პაკისტანის სახალხო პარტიის თანათავმჯდომარედ დაინიშნა. ხოლო პარტიის თავმჯდომარე ხდება მისი და ბენაზირ ბჰუტოს ვაჟიშვილი ბილავალი. დღესვე პაკისტანის ოპოზიციის კიდევ ერთმა ლიდერმა, ნავაზ შარიფმა განაცხადა, რომ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას მოახლოებული არჩევნების ბოიკოტირების შესახებ, თუკი ბჰუტოს პარტია გადაწყვეტს კენჭისყრაში მონაწილეობას. მეორე მხრივ, გავრცელდა პაკისტანის პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფის მხარდამჭერ პარტია "პაკისტანის მუსლიმთა ლიგის" განცხადება, რომ შეწყვტეს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას და რომ "რეალისტური" ვარიანტია არჩევნების გადადება 12 კვირით.
XS
SM
MD
LG