Accessibility links

საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით იქმნება სპეციალური


საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით იქმნება სპეციალური საბჭო,

საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით იქმნება სპეციალური საბჭო,
რომელიც ეგზიტ-პოლების გამჭირვალობას გააკონტროლებს. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორ ლევან ცუცქირიძის მიერ დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებით, ეგზიტ-პოლების ობიექტურად ჩატარება 5 იანვრის არჩევნებს გაყალბებისგან დაიცავს. მისი თქმით, ეგზიტ-პოლების წარმოების პროცესში, რომელიც ოთხი ქართული ტელეარხის დაკვეთით ტარდება, ჩართულია ყველა სოციოლოგიური კვლევის სამსახური. ცუცქირიძის განცხადებით, “სხვადასხვა სოციოლოგიური კომპანიების ინტერვიუერები, მეტი გამჭვირვალობისთვის, საარჩევნო უბნებზე ერთდროულად იმუშავებენ. გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში უბნებზე იმოძრავებს კონტროლ-ჯგუფები, რომლებიც კვლევის პროცესის სწორად წარმართვას გააკონტროლებენ. რაც შეეხება დაჯამების პროცესს, ეს მოხდება არა უბნებზე, არამედ განყენებულ ადგილას.” მისი თქმით, ეგზიტ-პოლები უმნიშვნელოვანესი პროცედურაა, რადგან იგი იცავს არჩევნებს გაყალბებისგან, ამიტომ იგი მოუწოდებს საზოგადოებას, მთელი სერიოზულობით ჩაებას ამ საქმეში. ეგზიტ-პოლების შემსრულებელ ორგანიზაციათა კოალიციას საზოგადოებრივი საბჭო ეყოლება, რომელიც კოალიციის საქმიანობაზე დაკვირვებას განახორციელებს.
XS
SM
MD
LG