Accessibility links

logo-print

პაკისტანის საარჩევნო კომისია სამშაბათს მიიღებს


პაკისტანის საარჩევნო კომისია სამშაბათს მიიღებს გადაწყვეტილებას

პაკისტანის საარჩევნო კომისია სამშაბათს მიიღებს გადაწყვეტილებას
იმის შესახებ, გადაიდება თუ არა 8 იანვრისთვის დანიშნული საყოველთაო არჩევნები. როგორც კომისიის მდივანმა კანვარ დილშადმა დღეს ისლამაბადში განაცხადა, კომისიამ რეგიონების მთავრობებსა და საარჩევნო კომისიებს მოსთხოვა შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია. ყველა ეს ანგარიში დღეს საღამოს მოგროვდება, ხოლო ხვალ საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს. პაკსიტანში 27 დეკემბერს მოკლული ოპოზიციონერის, ბენაზირ ბჰუტოს პარტიამ - პაკისტანის სახალხო პარტიამ - გუშინ განაცხადა, რომ აპირებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. ამავე შინაარსის განცხადება გააკეთა ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერის, ნავაზ შარიფის პარტიამ.
XS
SM
MD
LG