Accessibility links

პაკისტანის პრეზიდენტი უარყოფს, რომ თითქოს


პაკისტანის პრეზიდენტი უარყოფს, რომ თითქოს ოპოზიციის ლიდერის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობაში

პაკისტანის პრეზიდენტი უარყოფს, რომ თითქოს ოპოზიციის ლიდერის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობაში
შეიარაღებულ ძალებსა და დაზვერვის სამსახურებს მიუძღვით ბრალი. როგორც ფერვეზ მუშარაფმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან სწორედ იმისთვის მოიწვია ბრიტენელი გამომძიებლები, რომ გაიფანტოს ეჭვები ბჰუტოს მკვლელობაში ხელისუფლების მონაწილეობასთან დაკავშირებით. პაკისტანის სახალხო პარტია მოითხოვს, რომ მისი ლიდერის, ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის ფაქტი გაეროს ეგიდით გამოიძიონ. პაკისტანის ხელისუფლების მიერ გუშინ გავრცელებული ცნობის მიხედვით, გამოძიებაში ბრიტანეთის პოლიცია ჩაერთვება. ასევე გუშინ გამოცხადდა, რომ პაკისტანში საპარლემენტო არჩევნები, 8 იანვრის ნაცვლად, 18 თებერვალს გაიმართება. მიზეზად სახელდება არეულობა, რომელიც პაკისტანში თვალსაჩინო ოპოზიციონერის, ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობამ გამოიწვია. გავრცელებული ცნობით, 27 დეკემბრის შემდეგ არეულობამ პაკისტანის მასშტაბით სულ ცოტა 40 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG