Accessibility links

logo-print

ბადრი პატარკაციშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა მიმართვა


ბადრი პატარკაციშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა მიმართვა, რომელშიც პრეზიდენტობის

ბადრი პატარკაციშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა მიმართვა, რომელშიც პრეზიდენტობის
კანდიდატი აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ, ბოლო დროინდელი მოვლენების შემდეგ, ის ტელეფონით ესაუბრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. პატარკაციშვილის თქმით, საუბარი არ შეხებია არჩევნების საკითხს, მაგრამ ამ საუბარმა მას მისცა ძალა მიეღო გადაწყვეტილება, რომ არ მოხსნას კანდიდატურა და გააგრძელოს ბრძოლა პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად. პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის მიმართვის საპასუხოდ, საქართველოს საპატრიარქომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის დავით შარაშენიძის განცხადებით, დაუშვებელია ეკლესიის სახელის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის.
XS
SM
MD
LG