Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ახლო


შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მისი მომავალი ვიზიტი ნაწილობრივ მიზნად

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მისი მომავალი ვიზიტი ნაწილობრივ მიზნად
ისახავს ირანის გავლენისთვის ხელის შეშლას რეგიონში. ჯორჯ ბუშმა ასეთი განცხადება გააკეთა საინფორმაციო სააგენტო რეიტერისთვის მიცემულ ინტერვიუში. ახლო აღმოსავლეთში ერთკვირიან მოგზაურობას ამერიკის პრეზიდენტი 8 იანვარს ისრაელში სტუმრობით დაიწყებს. ის ასევე ჩავა საუდის არაბეთში და სხვა არაბულ სახელმწიფოებში. ჯორჯ ბუში აპირებს აქცენტი გააკეთოს შეერთებული შტატების დაზვერვის სახელმწიფო ორგანოს მიერ გასული წლის მიწურულს გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომელშიც ნათქვამია, რომ თეირანმა ბირთვული იარაღის პროგრამა 2003 წელს შეაჩერა. ჯორჯ ბუში აპირებს განუმარტოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, რომ ირანი საფრთხეს ამჟამადაც წარმოადგენს, რადგანაც "ქვეყანას, რომელსაც პროგრამის შეჩერება შეუძლია, შეუძლია მისი განახლებაც."
XS
SM
MD
LG