Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენიის ოპოზიციის ლიდერმა რაილა ოდინგამ


კენიის ოპოზიციის ლიდერმა რაილა ოდინგამ ოფიციალურად უარყო ქვეყნის პრეზიდენტის - მვაი კიბაკის – წინადადება,

კენიის ოპოზიციის ლიდერმა რაილა ოდინგამ ოფიციალურად უარყო ქვეყნის პრეზიდენტის - მვაი კიბაკის – წინადადება,
რომელიც "ეროვნული ერთობის მთავრობის" ჩამოყალიბებას გულისხმობს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯენდაი ფრეიზერი, პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების მიზნით, შაბათს შეხვდა როგორც მვაი კიბაკის, ასევე - რაილა ოდინგას. დეკემბერში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს, კენიაში მღელვარება და არეულობა გამოიწვია. ბოლო 10 დღის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით სულ ცოტა 350 ადამიანი მოკლეს.
XS
SM
MD
LG