Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენიაში ოპოზიციის ლიდერმა რაილა ოდინგამ


კენიაში ოპოზიციის ლიდერმა რაილა ოდინგამ გააუქმა ხვალინდელი საპროტესტო აქციები.

კენიაში ოპოზიციის ლიდერმა რაილა ოდინგამ გააუქმა ხვალინდელი საპროტესტო აქციები.
ოდინგას განმარტებით, მას სურს შუამავლებს მისცეს შანსი, მოაგვარონ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით გამოწვეული დაპირისპირება. ამ შინაარსის განცხადება ოდინგამ გააკეთა აშშ-ის წარმომადგენელ ჯენდაი ფრეიზერთან მოლაპარაკების შემდეგ. არჩევნების ოფიციალური შედეგებით, გაიმარჯვა პრეზიდენტმა მვაი კიბაკიმ. ამასობაში, კენიის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 490-ს მიუახლოვდა 27 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალადობის შედეგად დაღუპულების რიცხვი.
XS
SM
MD
LG