Accessibility links

logo-print

საფრანგეთი თანახმაა, განიხილოს ირაკლი ოქრუაშვილის


საფრანგეთი თანახმაა, განიხილოს ირაკლი ოქრუაშვილის თხოვნა,

საფრანგეთი თანახმაა, განიხილოს ირაკლი ოქრუაშვილის თხოვნა,
მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების შესახებ. ამ შინაარსის განცხადება გერმანიამ გააკეთა. გერმანიაში გასული წლის ნოემბერში დააპატიმრეს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ოქრუაშვილი, რომლის დაპატიმრების ორდერიც, ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებით, თბილისს აქვს გაცემული. ოქრუაშვილი ირწმუნება, რომ არსებობს მისი მოკვლის საფრთხე, თუ მისი საქართველოსთვის ექსტრადიცია მოხდება. მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. გერმანიამ კი ოქრუაშვილი საფრანგეთს გადასცა - ევროკავშირში მოქმედი წესების შესაბამისად, რადგან ოქრუაშვილი გერმანიაში ჩავიდა საფრანგეთის მიერ გაცემული ვიზით.
XS
SM
MD
LG