Accessibility links

logo-print

საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ხმების


საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ხმების 52,05 პროცენტით ლიდერობს მიხეილ სააკაშვილი.

საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ხმების 52,05 პროცენტით ლიდერობს მიხეილ სააკაშვილი.

ეს მაჩვენებელი ეფუძნება 3070 საარჩევნო უბნის ხმების დათვლას. ამავე შედეგებით, მეორე ადგილზეა ლევან გაჩეჩილაძე - ხმების 25 პროცენტი; არკადი პატარკაციშვილს აქვს 6,69, შალვა ნათელაშვილს - 6,3, დავით გამყრელიძეს - 3,91, გიორგი მაისაშვილს 0,74, ირინა სარიშვილს 0,19 პროცენტი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-მდივანმა ირაკლი ფორჩხიძემ საოლქო დაჯამების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ დაჯამება არ მოხდება ოლქებში საჩივრების განხილვის დასრულებამდე, რისთვისაც ორდღიანი ვადა არსებობს. დღესვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება დამატებით სიებში შესული მოქალაქეების ხმების დათვლის შესახებ: ლაპარაკია ამომრჩევლებზე, რომლების ხმებიც უბნებში არ დათვლილა. ამ ამომრჩეველთა რიცხვი დაახლოებით 38 000 შეადგენს.
XS
SM
MD
LG