Accessibility links

logo-print

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მიიჩნევს


სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობამ

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობამ
5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მაღალი პოლიტიკური შეგნება გამოავლინა. როგორც ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის, რომ საქართველოში არ არის არჩევნების ტრადიციული შედეგი, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი ხმების 70-90 პროცენტით იმარჯვებს, იმაზე მიუთითებს, რომ ქართველი ხალხი საკუთარი ბედის პატრონია. სუბარმა ასევე აღნიშნა, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ადგილი ჰქონდა ფალსიფიცირებას და გამოყენებული იყო ადმინისტრაციული რესურსი, რაც შემდეგი არჩევნებისთვის აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

XS
SM
MD
LG