პრეზიდენტობის კანდიდატთა შესარჩევ არჩევნებში, რომელიც ამერიკის შტატ ნიუ-ჰემპშირში გაიმართა,
დემოკრატიულმა პარტიამ, ხმების 39 პროცენტით, გამარჯვებულად გამოაცხადა სენატორი ჰილარი კლინტონი. მან მცირედით აჯობა მთავარ მოწინააღმდეგეს, ბარაკ ობამას, რომელსაც 37 პროცენტი ერგო. რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის კი, ხმების 37 პროცენტით, გაიმარჯვა სენატორმა ჯონ მაკკეინმა. მასაჩუსეტის შტატის ყოფილ გუბერნატორს მიტ რომნის "პრაიმერებზე" 32 პროცენტი და მეორე ადგილი ერგო. ჯერჯერობით "პრაიმერები" მხოლოდ აიოვისა და ნიუ-ჰემპშირის შტატებში ჩატარდა. 5 თებერვალს კი, დემოკრატთა და რესპუბლიკელთა შიდაპარტიული არჩევნები 22 შტატში ჩატარდება.