Accessibility links

logo-print

პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ და


პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ და მისმა გუნდმა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" 24-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ და მისმა გუნდმა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" 24-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა.
თუკი ხვალამდე არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ ლევან გაჩეჩილაძეს პირდაპირი ეთერი დაეთმობა, პრეზიდენტობის კანდიდატის ძმა, მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი), შიმშილობას დაიწყებს. აქციას, რომლის გამართვაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ იგეგმება, ლევან გაჩეჩილაძის მომხრე სხვა პირებიც შეუართდებიან. თავად პრეზიდენტობის კანდიდატი შიმშილობას არ აპირებს, რადგანაც თვლის, რომ მისთვის "დასუსტება" ახლა არ შეიძლება და რომ მას "ბრძოლისუნარიანობის" შენარჩუნება მართებს. პრეზიდენტობის კანდიდატთან და აქციაზე შეკრებილ მის მხარდამჭერებთან შესახვედრად გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი, თუმცა ლევან გაჩეჩილაძემ მისი აზრის მოსმენა არ ისურვა. კინწურაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, ჩაწეროს ლევან გაჩეჩილაძის გამოსვლა და სრულად გადასცეს ეთერით, თუკი ის არ იქნება ანტიკონსტიტუციური მოწოდებების შემცველი. რაც შეეხება პირდაპირ ეთერს, კინწურაშვილის განცხადებით, სტუმრების შერჩევას სარედაქციო პოლიტიკა განსაზღვრავს და არა საპროტესტო აქციები. ოდნავ მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძეს პირდაპირ ეთერს კვირას, გადაცემა " დღის კომენტარში" დაუთმობს.


XS
SM
MD
LG