Accessibility links

logo-print

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენი არკადი


საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენი არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი ბრალდებულის სახით

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენი არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი ბრალდებულის სახით
სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. პატარკაციშვილი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია, მას, ამჟამინდელი მონაცემებით, ხმების 7-მდე პროცენტი ერგო. ის არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც იუწყებიან, პატარკაციშვილს ბრალად ედება შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მომზადება, ტერორისტული აქტის მომზადება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამჟამად დაყადაღებულია არკადი პატარკაციშვილის პირადი საბანკო ანგარიში სააქციო საზოგადოება “სტანდარტ ბანკში”. როგორც იუწყებიან, პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი უსაფუძვლოს უწოდებს პროკურატურის მიერ მათი ლიდერისთვის წაყენებულ ბრალდებებს.
XS
SM
MD
LG