Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კუკავას განცხადებით, მიხეილ


კახა კუკავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს 5 იანვრის არჩევნებზე 200-300 ათასი ხმა აქვს მოპარული.

კახა კუკავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს 5 იანვრის არჩევნებზე 200-300 ათასი ხმა აქვს მოპარული.
როგორც კუკავამ - გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა - დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმ უბნების და ოლქების გარდა, რომელთა შედეგები ოპოზიციას გასაჩივრებული აქვს, სააკაშვილი ხმათა 38%-ს აგროვებს. კუკავამ ასევე ისაუბრა ე.წ. ,,კომიკურ ოქმებზე”, სადაც უბნებზე ამომრჩეველთა რაოდენობა მიხეილ სააკაშვილისთვის მიცემულ ხმებზე ნაკლებია. კუკავას თქმით, 40 რაიონულ სასამართლოში გასაჩივრებულია ცალკეული უბნების ან მთლიანი ოლქების შედეგები.
XS
SM
MD
LG