Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გამოვიდა


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გამოვიდა მოწოდებით, ბოლო მოეღოს პალესტინელთა ტერიტორიების ოკუპაციას.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გამოვიდა მოწოდებით, ბოლო მოეღოს პალესტინელთა ტერიტორიების ოკუპაციას.
როგორც ბუშმა იერუსალიმში განაცხადა, პალესტინელების ტერიტორიებზე პირველი ვიზიტის შემდეგ: [ბუშის ხმა] “ბოლო უნდა მოეღოს ოკუპაციას, რომელიც 1967 წელს დაიწყო. უნდა დაიდოს შეთანხმება პალესტინის - პალესტინელი ხალხის მშობლიური ქვეყნის შექმნის შესახებ, ისევე როგორც ისრაელია ებრაელი ხალხის მშობლიური ქვეყანა. ამ მოლაპარაკებებმა უნდა უზრუნველყოს ისრაელის უსაფრთხო, აღიარებელი და დაცული საზღვრების არსებობა და უზრუნველყოს პალესტინის სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობა, სუვერენობა და დამოუკიდებლობა”.
პრეზიდენტმა ბუშმა გამოთქვა ასევე ვარაუდი, რომ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ორივე მხარეს მოუწევს მტკივნეულ პოლიტიკურ დათმობებზე წასვლა. ბუში ახლო აღმოსავლეთში 8-დღიანი ტურნეთია ჩასული. მან დღეს გამოთქვა რწმენა, რომ პალესტინელები და ისრაელი სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ ბუშის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ანუ 2009 წლის დასაწყისადმე.
XS
SM
MD
LG