Accessibility links

შეერთებული შტატების პრეზიდენტი განაგრძობს მოგზაურობას


შეერთებული შტატების პრეზიდენტი განაგრძობს მოგზაურობას ახლო აღმოსავლეთში.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი განაგრძობს მოგზაურობას ახლო აღმოსავლეთში.
11 იანვარს, მოგზაურობის მე-3 დღეს, ჯორჯ ბუში ქუვეითს ესტუმრა. მანამდე ის იმყოფებოდა ისრაელსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ამერიკის პრეზიდენტის მოგზაურობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას სწორედ ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ხელშეწყობა წარმოადგენს. ბუშის 8-დღიანი ტურნე ასევე ითვალისწინებს ვიზიტებს ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ეგვიპტეში. ამერიკის პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს, შეახსენოს ვაშინგტონის მოკავშირეებს, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის (2003 წელს შეჩერებული) პროგრამა კვლავაც სახიფათოა მსოფლიოსთვის.
XS
SM
MD
LG