Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატიმროდან დღეს გათავისუფლებული ირაკლი ბათიაშვილი


საპატიმროდან დღეს გათავისუფლებული ირაკლი ბათიაშვილი და მისი ახლობლები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ.

საპატიმროდან დღეს გათავისუფლებული ირაკლი ბათიაშვილი და მისი ახლობლები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ.
შეხვედრის შემდეგ, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, ბათიაშვილმა განაცხადა, რომ მას პატრიარქმა გათავისუფლება მიულოცა. ყოფილი პატიმრის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ სამოქალაქო დაპირისპირება აიშოროს თავიდან. ბათიაშვილი აცხადებს, რომ მისი თანამოაზრეები საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებისთვის იბრძვიან. ვრცელდება ცნობა, რომ ყოფილმა პატიმარმა გათავისუფლების შესახებ დღეს დილით ტელე-ეთერით შეიტყო. ირაკლი ბათიაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის ამბოხებული ემზარ კვიციანის ინტელექტუალური მხარდაჭერის ბრალდებით გაასამართლეს.
XS
SM
MD
LG