Accessibility links

logo-print

საქართველო მზად არის, გადადგას ნაბიჯი


საქართველო მზად არის, გადადგას ნაბიჯი ნატოში გაწევრიანებისკენ და ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო

საქართველო მზად არის, გადადგას ნაბიჯი ნატოში გაწევრიანებისკენ და ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო
გეგმა მიიღოს. ეს განცხადება დღეს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ გააკეთა სპეციალური სხდომის შემდეგ. მთავრობის კანცელარიაში დღეს გაიმართა ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის მორიგი სხდომა. ბარამიძის განცხადებით, ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები მეტყველებს, რომ ალიანსი სათანადოდ, ობიექტურად აფასებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და სწორეც ეს გახდება საფუძველი ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასასვლელად. იანვრის ბოლოს საქართველოში ჩავა ნატოს მონიტორინგის დელეგაცია, რომელიც საქართველოს მიერ ~ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის~ შესრულებას შეაფასებს.

XS
SM
MD
LG