Accessibility links

logo-print

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს 13 იანვარს დაამტკიცებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს 13 იანვარს დაამტკიცებს.
ცესკო-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ოქმის დამტკიცების შემდეგ პრეზიდენტი უკვე ოფიციალურად დასახელდება, თუმცა შემაჯამებელი ოქმის სასამართლოში გასაჩივრება შესაძლებელი იქნება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შემაჯამებელი ოქმის დასამტკიცებლად, არჩევნების ჩატარების შემდეგ 8-დღიანი ვადა ეძლევა. ვადა 13 იანვარს 18.00 საათზე იწურება. ცესკოს წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: ლევან გაჩეჩილაძე – 25,67 პროცენტი, არკადი პატარკაციშვილი – 7,1 პროცენტი, დავით გამყრელიძე – 4,05 პროცენტი, შალვა ნათელაშვილი – 6,55 პროცენტი, მიხეილ სააკაშვილი – 53,41 პროცენტი, გია მაისაშვილი – 0,78 პროცენტი, ირინა სარიშვილი – 0,19 პროცენტი. 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში 1 976 208-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ასევე 13 იანვარს გახდება ცნობილი 5 იანვარს 2 შეკითხვის გარშემო ჩატარებული პლებისციტის საბოლოო შედეგებიც.
XS
SM
MD
LG