Accessibility links

logo-print

საქართველოს მასშტაბით შვიდი საარჩევნო უბნის


საქართველოს მასშტაბით შვიდი საარჩევნო უბნის შედეგები გაბათილდა. ამის შესახებ დღეს

საქართველოს მასშტაბით შვიდი საარჩევნო უბნის შედეგები გაბათილდა. ამის შესახებ დღეს
უზენაეს სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერ-მოსამართლე ნინო ქადაგიძემ განაცხადა. მისი თქმით, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საქართველოს საერთო სასამართლოებში სულ 51 საჩივარი შევიდა. ამ დროისთვის დასრულებულია 41 საქმის განხილვა. დასრულებული საქმეებიდან 31 საჩივარი სასამართლომ არ დააკმაყოფილა. პირველი ინსტანციის სასამართლოებში საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიათა გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის ბოლო დღე იყო 12 იანვარი, ხოლო სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილებების გასაჩივრება ხვალ და ზეგ არის შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG