Accessibility links

საპატიმროდან 11 იანვარს გათავისუფლებული ირაკლი


საპატიმროდან 11 იანვარს გათავისუფლებული ირაკლი ბათიაშვილი ერთ-ორ დღეში გადაწყვეტს, გააგრძელებს თუ არა

საპატიმროდან 11 იანვარს გათავისუფლებული ირაკლი ბათიაშვილი ერთ-ორ დღეში გადაწყვეტს, გააგრძელებს თუ არა
პოლიტიკურ საქმიანობას. ასეთი განცხადება მან დღეს "რადიო თავისუფლების" თბილისის ბიუროში სტუმრობისას გააკეთა და დასძინა, რომ, როგორიც არ უნდა იყოს მისი გადაწყვეტილება, ვერ დარჩება გულგრილი იქ, სადაც "საქართველოს ბედი წყდება". ბათიაშვილის თქმით, ყველა უნდა ეცადოს, რომ საქართველომ სამოქალაქო დაპირისპირება აიცილოს თავიდან. შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე სამართლიან გამოსავლად ის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას ხედავს. ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლების პროცესის დაჩქარებაში ყველაზე დიდი როლი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შეასრულა. ყოფილი პატიმარი ემადლიერება სამოქალაქო საზოგადოებასაც, რომელმაც "თავისი აქტიურობით აიძულა ხელისუფლება, გადაედგა ეს ნაბიჯი".
XS
SM
MD
LG