Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა ერაყიდან სამხედროების გაყვანის პროცესს


ამერიკა ერაყიდან სამხედროების გაყვანის პროცესს განაგრძობს და 2008 წლის შუა პერიოდისთვის ქვეყანას 20 ათასი

ამერიკა ერაყიდან სამხედროების გაყვანის პროცესს განაგრძობს და 2008 წლის შუა პერიოდისთვის ქვეყანას 20 ათასი
ამერიკელი ჯარისკაცი დატოვებს. კონტიგენტის დანარჩენი ნაწილის გაწვევის საკითხს სამხედრო სარდლობის რეკომენდაციები გადაწყვეტს – ამ შინაარსის განცხადებები შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკეთა მას შემდეგ, რაც ის ამერიკის შეიარაღებული ჯარების ერაყში მოქმედი კონტიგენტის ხელმძღვანელს შეხვდა. ამერიკის ჯარების სარდალის ერაყში, გენერალ დევიდ პეტრეუსის გარდა, ჯორჯ ბუში დღეს ქუვეითში ასევე შეხვდა შეერთებული შტატების ელჩს ერაყში რაიან კროკერს. მათი საუბარი ქუვეითში განლაგებულ ამერიკის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შედგა. არიფჯანის სამხედრო ბაზა დაახლოებით 15 ათას სამხედროს ითვლის, ისინი ერაყში გასამგზავრებლად ემზადებიან. დღეს ჯარისკაცებს ჯორჯ ბუშმა მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ ისტორია მათ ღვაწლსა და ამერიკის უცილობელ გამარჯვებას აუცილებლად დააფასებს. ჯორჯ ბუში ქუვეითში ჩავიდა ახლო აღმოსავლეთში 8-დღიანი მოგზაურობის ფარგლებში.
XS
SM
MD
LG