Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი და პალესტინის ავტონომია ორშაბათს


ისრაელი და პალესტინის ავტონომია ორშაბათს დაიწყებენ მოლაპარაკებებს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის საკვანძო პრობლემებზე,

ისრაელი და პალესტინის ავტონომია ორშაბათს დაიწყებენ მოლაპარაკებებს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის საკვანძო პრობლემებზე,
განაცხადა პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა. მისი სიტყვებით, პალესტინელთა დელეგაციას ხელმძღვანელობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი აჰმედ ყურეი, ისრაელისას კი საგარო საქმეთა მინისტრი ციპი ლივნი. მხარეები განიხილავენ პალესტინელი ლტოლვილების, საზღვრების, იერუსალიმის გაყოფის, ებრაული დასახლებების საკითხებსა და უშიშროებისა და წყლის რესურსების პრობლემებს. ისრაელმა დაადასტურა მოლაპარაკებების დაწყება.

XS
SM
MD
LG