Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა ეგვიპტეში ვიზიტით დაასრულა


აშშ-ის პრეზიდენტმა ეგვიპტეში ვიზიტით დაასრულა 8-დღიანი ტურნე ახლო აღმოსავლეთში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ეგვიპტეში ვიზიტით დაასრულა 8-დღიანი ტურნე ახლო აღმოსავლეთში.
ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქთან მოლაპარაკების შემდეგ ბუშმა განაცხადა, რომ მის მისწრაფებას, წლის ბოლომდე მიღწიოს ისრაელისა და პალესტინელების მიერ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას, მხარს უჭერენ რეგიონის სახელმწიფოები. [ბუშის ხმა] “ეს იყო პოზიტიური მოლაპარაკებები და მე ვთქვი, რომ ოპტიმისტურად ვაფასებ შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას. ჩემი ოპტიმიზმის მიზეზი ის გახლავთ, რომ მჯერა: ისრაელის ლიდერები და პალესტინელთა ლიდერები მხარს უჭერენ ორი სახელმწიფოს არსებობის იდეას. და ვიცი, რომ მეზობელ სახელმწიფოებს სურთ დახმარების გაწევა”. ჯორჯ ბუშის დღეს დამთავრებული ტურნე ახლო აღმოსავლეთში მოიცავდა აგრეთვე ვიზიტებს ისრაელში, პალესტინელების ტერიტორიაზე, ბაჰრეინში, ქუვეითში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდი არაბეთში. ტურნეს მიზანი იყო მხარდაჭერის მოპოვება ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო პროცესში, ისევე როგორც ირანის იზოლირების საკითხში.
XS
SM
MD
LG