Accessibility links

logo-print

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტ


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტ იაკობ კელენბერგერი რუსეთს მოუწოდებს,

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტ იაკობ კელენბერგერი რუსეთს მოუწოდებს,
დააჩქაროს მუშაობა ჩეჩნეთში ბოლო 20 წლის მანძილზე დაკარგული ადამიანების მოსაძებნად. როგორც კელენბერგერმა მოსკოვში ვიზიტის დროს საინფორმაციო სააგენტო "როიტერსთან" ინტერვიუში განაცხადა, წითელი ჯვრის ორგანიზაციას რუსეთის წარმომადგენლებისთვის გადაცემული აქვს დოკუმენტები ჩრდილოეთ კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგული 1140 პირის შესახებ, ამასთან სხვა ორგანიზაციებს აქვთ სიები, რომლებიც 5000-მდე კაცს მოიცავს. უფლებადამცველები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაკები ვარაუდობენ, რომ ჩეჩნეთში მასობრივი საფლავები არსებობს და შესაძლოა, იქ იპოვონ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დიდი ნაწილი.
XS
SM
MD
LG