Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის საქართველოსთვის მიწოდება


აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის საქართველოსთვის მიწოდება შეჩერებულია.

აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის საქართველოსთვის მიწოდება შეჩერებულია.
კომპანია "აზერიგაზის" ხელმძღვანელის ალიხან მელიკოვის განცხადებით, აზერბაიჯანის მხარემ შეასრულა ყველა ვალდებულება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. საქართველოსთვის გაზის მიწოდება ახალი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ განახლდება. ვრცელდება ცნობა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფასთან დაკავშირებით. აქამდე საქართველო 1000 კუბურ მეტრ აზერბაიჯანულ გაზს 120 დოლარად ყიდულობდა. გავრცელებული ინფორმაციით ახალი ფასი არ იქნება იმაზე მაღალი, რასაც რუსეთი ითხოვს. რუსეთი საქართველოს 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს 235 დოლარად უფასებს.
XS
SM
MD
LG