Accessibility links

logo-print

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებზე ირანის


ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციის ხელმძღვანელ საიდ ჯალილის განცხადებით,

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციის ხელმძღვანელ საიდ ჯალილის განცხადებით,
ირანსა და ჩინეთს "მთავარ საკითხებში მსგავსი" პოზიცია აქვთ ირანის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებით. როგორც ჯალილიმ დღეს პეკინში ჩინელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, სახეზეა ასევე კონსენსუსი შეიარაღების გაკონტროლების, ბირთვული გაუვრცელებლობის და ატომური ენერგიის სამშვიდობო მიზნებისთვის გამოყენების საკითხებში. ჩინეთმა, რომელიც გაეროს მუდმივ წევრებს მიეკუთვნება, ირანს მოუწოდა, შეასრულოს გაეროს მოთხოვნა, ბირთვული პროგრამის შესახებ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შესახებ. ამასთან, ჩინეთს არ მიაჩნია მიზანშეწონილად ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება, რასაც აშშ მოითხოვს.
XS
SM
MD
LG