Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გამკაცრდა ერაყის


უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გამკაცრდა ერაყის ქალაქ ქერბალაში, სადაც "აშურას" სადღესასწაულო რიტუალში

უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გამკაცრდა ერაყის ქალაქ ქერბალაში, სადაც "აშურას" სადღესასწაულო რიტუალში
დაახლოებით ორი მილიონი შიიტი მორწმუნე მონაწილეობდა. დღეს სულ ცოტა შვიდი შიიტი მორწმუნის სიცოცხლე შეეწირა მეამბოხეთა სარაკეტო თავდასხმებს ჩრდილოეთ ერაყში, ქალაქ ტალ აფარში. მორწმუნე შიიტები თავიანთი დღესასწაულის "აშურას" რიტუალს ასრულებდნენ. 2 შიიტი დაიღუპა სულ ცოტა ერთი ბომბის აფეთქების შედეგად ქალაქ კირკუკში. ასევე მორწმუნეთა წინააღმდეგ იყო მიმართული თავდასხმა, რომელმაც პარასკევს სულ ცოტა 70 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. მათ შორის 13 პოლიციელია. ამართალდამცველებმა მოასწრეს რამდენიმე თავდამსხმელის ლიკვიდაცია და დაკავება. ერაყში შეკრებილი მორწმუნეები ასევე ემზადებოდნენ თავიანთი წმინდა დღესასწაულისთვის.
XS
SM
MD
LG