Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის პოლიციამ დღეს დააკავა 14


ესპანეთის პოლიციამ დღეს დააკავა 14 ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ ისლამისტური ტერორისტული ქსელის

ესპანეთის პოლიციამ დღეს დააკავა 14 ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ ისლამისტური ტერორისტული ქსელის
მოკავშირეები არიან და ტერაქტს გეგმავდნენ ბარსელონაში. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულთაგან 12 – პაკისტანის, ხოლო 2 – ინდოეთის მოქალაქეა. ეჭვმიტანილთა დაკავება ბარსელონაში მოხდა, ევროპული სადაზვერვო სტრუქტურების ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. ამოღებულია ასაფეთქებელი მასალები. ესპანეთში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ქვეყანას გამოცდილი აქვს ევროპისთვის უპრეცედენტო თავდასხმები ისლამისტი ექსტრემისტების მხრიდან. შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 11 მარტს, მადრიდში, მატარებლების აფეთქებებს 191 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG