Accessibility links

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პაკისტანში დააკავეს


ვრცელდება ინფორმაცია, რომ პაკისტანში დააკავეს მოზარდი, რომელიც

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პაკისტანში დააკავეს მოზარდი, რომელიც
ეჭვმიტანილია ოპოზიციის ლიდერის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. სხვადასხვა წყაროს ცნობით, 15 წლის აიტეზაზ შახი პარასკევს დააკავეს, ჩრდილოაღმოსავლეთ პაკისტანის ქალაქ დერა-ისმაილ-ხანში. დაკავებული აცხადებს, რომ შიიტების წინააღმდეგ ტერორისტულ აქტს ამზადებდა. აიტეზაზ შახი თავს ასახელებს 3-კაციანი ჯგუფის წევრად, რომელიც ექს-პრემიერ მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობას ისახავდა მიზნად. პოლიტიკოსი ქალი 27 დეკემბერს, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, ქალაქ რავალპინდიში მოკლეს. ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ დეტალები არ ვრცელდება.
XS
SM
MD
LG