Accessibility links

პარლამენტარი ვალერი გელბახიანი ბრალდებულის სახით


პარლამენტარი ვალერი გელბახიანი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

პარლამენტარი ვალერი გელბახიანი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ვალერი გელბახიანი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებას გულისხმობს. გელბახიანი ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელია. გენპროკურატურის განმარტებით, ვინაიდან საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტს წერილობით აცნობა. ვალერი გელბახიანი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.
XS
SM
MD
LG