Accessibility links

logo-print

მსოფლიოს საფინანსო ბირჟებზე აქციების ფასების


მსოფლიოს საფინანსო ბირჟებზე აქციების ფასების დაღმასვლასთან დაკავშირებით

მსოფლიოს საფინანსო ბირჟებზე აქციების ფასების დაღმასვლასთან დაკავშირებით
აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი შეკვეცა. ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპროცენტო განაკვეთი 4,25 პროცენტიდან 3,5 შეიკვეცა. აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჰენრი პოლსონი მიესალმა ამ ნაბიჯს:
[პოლსონის ხმა] “ვფიქრობ, ეს ძალიან კონსტრუქციული ნაბიჯია და აჩვენებს ამ ქვეყანას და მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენი ცენტრალური ბანკი მოქნილია და აქვს უნარი, სწრაფად იმოქმედოს და უპასუხოს ბაზარზე შექმნილ ვითარებას. ვფიქრობ, ეს ზომა ხელს შეუწყობს ნდობის განმტკიცებას”. ბირჟებზე აქციების ფასის დაცემის მიზეზად მიჩნეულია ინვესტორების შიში, რომ აშშ-ს (მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას) შესაძლოა, რეცესია ემუქრებოდეს.
XS
SM
MD
LG