Accessibility links

logo-print

ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაკის თქმით


ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაკის თქმით, მან გასცა განკარგულება ეგვიპტის ჯარებს,

ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაკის თქმით, მან გასცა განკარგულება ეგვიპტის ჯარებს,
ნება მისცენ პალესტინელებს, გადაკვეთონ ეგვიპტის საზღვარი სურსათის საყიდლად, თუკი ისინი შეიარაღებული არ იქნებიან. დღეს ათიათასობით პალესტინელი გადავიდა ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში მას მერე, რაც შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა სასაზღვრო კედლის ნაწილი მოარღვიეს. ქაიროში გამოსვლისას მუბარაკმა თქვა, რომ ღაზელები შიმშილობენ მას მერე, რაც გასულ კვირაში ისრაელმა ბლოკადაში მოაქცია ტერიტორია, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს. ისრაელმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ქაოტურ ვითარებაში იარაღმა და მეამბოხეებმა შეიძლება შეაღწიონ ღაზაში.
XS
SM
MD
LG